თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გიორგი ბრეგაძეს აქვს 27 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა კლინიკებში.
*1996-1997 წლებში რეზიდენტურა გაიარა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე.
*1997-1999 წლებში მუშაობდა გადაუდებელ სამედიცინო დახმარება „არდის“ ექიმად.
*1997-2024 წლებში მუშაობდა კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ ექიმ-კარდიოლოგად.
*1998 წელს კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ ჩამოაყალიბა „ოჯახის ექიმის“ სამსახური. ეს იყო პირველი პრეცენდენტი საქართველოში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა კერძო კლინიკის ბაზაზე.
*2020 წელს კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ ჩამოაყალიბა „პირადი კარდიოლოგის“ სამსახური, რომლის ხელმძღვანელი იყო 2024 წლამდე.
*მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა თუ ტრენინგში, ასევე აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო სამედიცინო კვლევებში. არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი.
*2024 წელს არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად.
*2024 წელს დააფუძნა გიორგი ბრეგაძის სამედიცინო ცენტრი „კაპილარი“, რომლის ხელმძღვანელია დღემდე.
სამედიცინო უნივერსიტეტის დაამთავრების შემდგომ, რეზიდენტურა გაიარა სამედიცინო რადიოლოგიაში ,,თერაპიის ინსტიტუტის “ ბაზაზე.
ექოდუპლექსკანირების სპეციალობით სტაჟირება გაიარა ,,ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრში“.
სამედიცინო გამოცდილება დააგროვა შემდეგ კლინიკებში: შ.პ.ს.,,კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი”,შ.პ.ს ,,კლინიკა ოჯახი”,კლინიკა -,,მედალფა”, სამედიცინო ცენტრი -,,ვივამედი”, ,,მალხაზ კაციაშვილის სახელობის მრავალპროფილური გადაუდებელი მედიცინის ცენტრი“, შ.პ.ს.- ,,ჯეო ჰოსპიტალსი“,
აქვს შვიდი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული საერთაშორისო დონეზე.
2009 წლიდან არის სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.
2012 წლიდან არის სერთიფიცირებული ენდოკრინოლოგი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის დამთავრების შემდგომ სამუშაო გამოცდილება დააგროვა შპს აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, შპს დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრში, ვ. ივერიელის სახ. ენდიკრინოლოგია- მეტაბოლოგია -დიეტოლოგიის ცენტრში „ენმედიცი“.
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგსა და კონფერენციაში.
აქვს 15 წლიანი გამოცდილება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურა გაიარა თსსუ-ს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ინსტიტუტის “დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის ” ბაზაზე.
აქვს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება.
ქალბატონი დიანა არის:
საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი;
ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი;
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის წევრი;
ევროპის თირეოიდული საზოგადოების წევრი;
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგსა და კონფერენციაში.
დაასრულა რეზიდენტურა მედიცინის მიმართულებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.
ბოლო წლები იყო ნეფროლოგიის დეპარტამენტისა Translational medicine -ის ექიმი ნინგბო პირველ ჰოსპიტალში.
დაახლოებით ბოლო 7 წელია აქტიურად იყო ჩართული კლინიკურ კვლევებში მყოფი ტერმინალური სტადიის ონკოლოგიური პაიცენტების მართვასა და მკურანლობაში.
არის მეორე ავტორი HIFU -ს ვრცელი კლინიკური კვლევებისა კოლორექტურ და ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტებში, რაც გამოქვეყნებულია Surgical Endoscopy (2020)ჟურნალში.
მისი ძირითადი ავტორობით გამოქვეყნდა ნაშრომი ხანგრძლივ კლინიკურ კველვებზე დაყრდნობით შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობის თანამედროვე ასპექტების შესახებ ჟურნალ Therapeutic Advances in Urology (2021) -ში.
არის თანაავტორი 35-მდე სამეცნიერო ნაშრომის ონკოლოგიასა და precision medicine-ში.
გაიარა ტრენინგი და გახდა სერტიფიცირებული სპეციალისტი პაციენტთა სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებების მართვა-მკურნალობა-რეაბილიტაციაში.
გაიარა ონლაინ ტრენინგი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის რესპირატორული დაავადებების მკუნრალობა მართვის ასპექტებში.
email- derry.ng@gbcapillary.ge
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რეზიდენტურა (კლინიკური ორდინატურა) გაიარა უკრაინაში, კიევში პ. შუპიკის სახელობის დიპლომის შემდგომი განათლების ეროვნულ სამედიცინო აკადემიაში. მუშაობდა პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტში ძილის ელექტროფიზიოლოგიური კვლევის სომნოლოგიურ ლაბორატორიაში.
უკრაინის მაშტაბით მიიღო მონაწილეობა რამოდენიმე ტრენინგ კურსსა(გაფანტული სკლეროზი, ინსულტის მართვის უახლესი მეთოდიკა)და სხვადასხვა სერტიფიცირებულ კონფერენციებში.
ახორციელებდა ნეიროფიზიოლოგიურ კვლევებს და უტარებდა კონსულტციებს რესპუბლიკურის რეანიმაციული, თერაპიული, ნეფროლოგიური, პედიატრიული განყოფილებების COVID-19 ინფიცირებულ პაციენტებს.
2019 წელს მიენიჭა პრემია მედიცინის დარგში „ღირსების გზა“.
ბოლო წლებში გაიარა ACLS, BLS, PBLS-ის კურსი.
ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ ტრენინგი კრიტიკულ პაციენტთა რესპირატორული პარამეტრების მართვის სპეციფიკებთან დაკავშირებით.
გაიარა ტრენინგი გერმანელი ნევროლოგის პროფესორი არტურ ტოიკას ხელმძღვანელობით -ელექტრო-ნეირო-მიოგრაფიის კურსი და და ჩართული იყო signathealthის მიერ ორგანიზებულ გაფანტული სკლეროზის კვლევაში.
2023 წლიდან იგი იყო რესპუბლიკურში ინსულტის მართვის პირველადი ერთეულის ექიმი ნევროლოგი.
დღესდღეობით იცავს ხარისხს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში და არის ამავე უნივერსიტეტის ლექტორი.
არის EFIC European Pain federation – ის წევრი
გამოქვეყნებული აქვსს 6 სამეცნიერო ნაშრომი- სტატია, ავტორია 1 პოსტერ-მოხსენებისა, ვენაში.
აქვს 12 წლიანი სამედიცინო გამოცდილება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამავრების შემდგომ გაიარა რეზიდენტურა სპეციალობით –კარდიოლოგია. შპს.‘’ კარდიოლოგიური კლინიკა’’ ი.მეგრელაძე).
2010 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში.
სუბსპეციალობა-ექოკარდიოგრაფიის კურსი გაიარა ჯოენის სამედიცინო ცენტრში.
ახორციელებდა სუბსპეციალობა ექოკარდიოგრაფიის სწავლებას.
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგსა და კონფერენციაში.
აქვს 15 წლიანი სამედიცინო გამოცდილება.