==2024 წლის ოქტომბრის თვეში გავხსენით გიორგი ბრეგაძის სამედიცინო
ცენტრი „კაპილარი“.
ოთხი წელი ვაშენებდით და ვფიქრობდით რა სახელი შეგვერჩია
სამედიცინო ცენტრისთვის. როგორც მოგეხსენებათ კაპილარი ადამიანის
ორგანიზმის ყველაზე პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი რგოლია. როგორც
ცნობილია მიკროცირკულაციის მოშლის შედეგად იშლება ამა თუ იმ ორგანოს
ფუნქცია, რომლის დროსაც შესაძლოა მთლიანად ორგანიზმს დაუდგეს
საბედისწერო შედეგი. სიმბოლურია, ჩვენც ყველაზე პატარა, მაგრამ
მნიშვნელოვანი რგოლი ვართ ჯანდაცვის უზარმაზარი სისტემის ჯაჭვში, რამეთუ
სწორედ პირველადი ჯანდაცვა არის საფუძველი პაციენტის ჯანმრთელობის
გარანტი — ამიტომაც დავარქვით კაპილარი.
ჩვენი ღირებულებებია: პაციენტზე ორიენტირებულობა, პაციენტის
უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხი, პატივისცემა და თანაგრძნობა,
პროფესიონალიზმი და გუნდურობა, ცოდნა და განვითარება, მუდმივი
ინოვაცია.
სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური,
პროფესიონალი ექიმებით, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით,
გამორჩეულია მყუდრო, კომფორტული გარემოთი. პაციენტებს აქვთ უნიკალური
შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება.
ჩვენი მისიაა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო აკრედიტაციის
სტანდარტებით, მედიცინის უახლესი მიღწევებით და შევქმნათ პაციენტზე
ორიენტირებული მომსახურება. მთავარია პაციენტმა მომართოს ჩვენს კლინიკას,
მერე მნიშვნელობა არ აქვს რომელ ექიმთან გაივლის კონსულტაციას, რადგან ყველა
თავისი საქმის უბადლო მცოდნე და პროფესიონალია.
სამედიცინო ცენტრში ყველა სახის ამბულატორიული მომსახურების მიღებაა
შესაძლებელი. ასევე ის პაციენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ
გადაადგილება შეგვიძლია მათი ადგილზე მომსახურებაც.
ექიმი კარდიოლოგი
გიორგი ბრეგაძე